„ქართული სახელმწიფოს იმიჯისთვის უკეთესი ვარიანტი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, არა ბაქოდან გადმოსროლილმა სპეცჯგუფმა, არამედ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებმა „მოიპარეს", რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული სპეცსამსახურის დაკვეთით", - განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ მუხთარლის, როგორც ჟურნალისტს, ნაკლებად ვიცნობ და მისი დაწერილი არაფერი წამიკითხავს. ვიცი, რომ უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ მისთვის ჟურნალისტის სტატუსის მინიჭება ხელოვნური მგონია. არ გამოვრიცხავ, რომ მუხთარლი აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და საქართველოს ხელისუფლება ამიტომაც არის უხერხულ მდგომარეობაში. საერთოდ, ქართული სახელმწიფოს იმიჯისთვის უკეთესი ვარიანტი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, არა ბაქოდან გადმოსროლილმა სპეცჯგუფმა, არამედ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებმა „მოიპარეს", რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული სპეცსამსახურის დაკვეთით!" - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.