logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლოში დაპირისპირების დროს 8 ადამიანი დააკავეს
- +

6 აპრილი. 2016. 15:31


თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირების დროს 8 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „20/30" ავრცელებს ინფორმაციას. დაკავებულებს ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ.


დაპირისპირება ჟურნალისტ ზაზა დავითაიას პროცესის შემდეგ მოხდა. ერთამანეთს დავითაიას მხარდამჭერები და „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ჯერ სასამართლო დარბაზში დაიწყო და შემდეგ გარეთ გაგრძელდა.


ზაზა დავითაიას რამდენიმე ხნის წინ „თავისუფალი ზონის" ოფისთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პროცესი სასამართლოში სწორედ ამ საკითხს ეხებოდა.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner