ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ვარხანსა და უნწაში, სტიქიამ პრობლემები შექმნა.
დაახლოებით, 18:00 საათიდან ამ დრომდე, სოფლებში მოსულ უხვ ნალექს, ძლიერი ქარი დაერთო. სოფლებში დაიტბორა სახლების პირველი სართულები და გზები. განადგურდა ნათესები, დახოცილია ფრინველი.
ადგილზე მაშველები მუშაობენ - მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.