logo_geo
eng_logo
მდინარე „სურამულას“ ადიდების შედეგად მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა
- +

10 ივნისი. 2017. 21:48



მდინარე სურამულას ადიდების შედეგად მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დღის მეორე ნახევარში უამინდობამ ყველაზე მეტი პრობლემა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შექმნა.


„ადიდდა სურამულა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ბორჯომთან ახლოს ჩამოიტანა ცენტრალურ გზაზე მიწის ნაშალი. ამაჟამადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ცალმხრივად მოძრაობა უკვე აღდგენილია", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner