logo_geo
eng_logo
მიხეილ მახარაძე: ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი კონკურენცია მოსახლეობისთვისაა მომგებიანი
- +

19 თებერვალი. 2016. 17:28


ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  წევრი მიხეილ მახარაძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რაც მეტი კომპანია შემოვა ფარმაცევტულ ბაზარზე, ეს უკეთესია მოსახლეობისათვის.


პროცესი განსაკუთრებით საინტერესო ხდება მაშინ, როცა გვპირდებიან, რომ მათი მედიკამენტების ფასი 30%-ით იაფი იქნება არსებულ ფასებთან შედარებით. ამას ვამბობ როგორპარლამენტარი და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. ასე რომ, ახალი კომპანიის გამოჩენას, რასაკვირველია, მხოლოდ მივესალმები", - განაცხადა მიხეილ მახარაძემ.


ახალი ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას" გამოჩენას არსებული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდანაც დადებითი შეფასება მოჰყვა. მათი თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ფარმაცევტული ბაზარი კონკურენტულია, კონკურენცია არის პროგრესის მამოძრავებელი ძალა, ეს კი ყველაზე მეტად საბოლოო ჯამში მომხმარებელს წაადგება სასიკეთოდ.


მომხმარებლს უკვე შეუძლია ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში ჰუმანითი ჯორჯიას კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების მინიმუმ 30%-ით დაბალ ფასად შეძენა. უახლოეს მომავალში კი სააფთიაქო ქსელები „ავერსი", „იმპექს-ფარმა", „PSP", „სახალხო აფთიაქი", „არმადეპო", „ფარმ სახლი" და „GPC" სხვა ჯგუფის მედიკამეტებითაც მომარაგდება.

 

მედიკამენტების ხარისხი ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. ყველა მედიკამენტი მზადდება GMP ხარისხის მქონე ქარხნებში. გარდა ამისა, ჩვენ დამატებით ვატარებთ სერიულ შემოწმებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებულ ლაბორატორიაში. პირველ ეტაპზე ჩვენ შემოგვაქვს მოსახლეობაში ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატები, ეს არის კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები. მოკლე დროში ჩვენ საგრძნობლად გავაფართოვებთ ჩვენს პორთფელს და მოვიცავთ უმრავლეს თერაპიულ ჯგუფებს პაციენტების მკურნალობისათვის", - აღნიშნა კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას"  გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კუზმამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner