logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანული მხარე: სომხეთმა და მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკამ 115-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
- +

6 აპრილი. 2016. 15:57


აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს. მისი ცნობით, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთმა და მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკამ 115-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. თუმცა, როგორც არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ გასული ღამის განმავლობაში დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.


ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებმა გუშინ დილით განაცხადეს. მანამდე კი კონფლიქტის ზონაში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. მხარეები დაპირისპირების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner