აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს. მისი ცნობით, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთმა და მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკამ 115-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. თუმცა, როგორც არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ გასული ღამის განმავლობაში დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებმა გუშინ დილით განაცხადეს. მანამდე კი კონფლიქტის ზონაში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. მხარეები დაპირისპირების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.