საქართველოს შინაგან საქმეთა პრესსამსახურის ცნობით, შსს-ს მაშველებმა ქვეყნის მასშტაბით 400-მდე გამოძახებაზე დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინეს.
თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის ქუჩებში პრობლემები შექმნა. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.