logo_geo
eng_logo
11 ივნისს, გლდანის ციხეში „ბირჟა მაფიას“ დაკავებულ წევრებთან პროკურორი შევა
- +

11 ივნისი. 2017. 01:17



რეპერების ჯგუფის „ბირჟა მაფიას" დაკავებულ წევრებთან გლდანის ციხეში 11 ივნისს პროკურორი შევა. ბრალდებულ გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს ბრალდების მხარის წარმომადგენელი პროკურატურის იმ განცხადების საფუძველზე შეხვდება, რომლის მიხედვით, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულების დაკავების მიზეზებზე მოკვლევა უნდა ჩატარდეს.


„საზოგადოებრივი მაუწყებელი" გიორგი ქებურიას ადვოკატ მერაბ ჩიქოვანს დაუკავშირდა. ადვოკატმა დაადასტურა, რომ დაახლოებით 10:30-დან 11:00 საათამდე, გლდანის ციხეში პროკურორთან და სხვა ადვოკატებთან ერთად შესვლას აპირებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner