რეპერების ჯგუფის „ბირჟა მაფიას" დაკავებულ წევრებთან გლდანის ციხეში 11 ივნისს პროკურორი შევა. ბრალდებულ გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს ბრალდების მხარის წარმომადგენელი პროკურატურის იმ განცხადების საფუძველზე შეხვდება, რომლის მიხედვით, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულების დაკავების მიზეზებზე მოკვლევა უნდა ჩატარდეს.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი" გიორგი ქებურიას ადვოკატ მერაბ ჩიქოვანს დაუკავშირდა. ადვოკატმა დაადასტურა, რომ დაახლოებით 10:30-დან 11:00 საათამდე, გლდანის ციხეში პროკურორთან და სხვა ადვოკატებთან ერთად შესვლას აპირებს.