logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: პარლამენტი იმუშავებს იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილება მოხდეს!
- +

11 ივნისი. 2017. 01:51


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია ჯგუფი „ბირჟა მაფიას" წევრების დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„პირველ რიგში მინდა მივესალმო პრემიერის განცხადებას. პარლამენტი იმუშავებს იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილება მოხდეს და მასთან ტერმინი - "რეპრესიული" არცერთი თვალსაზრისით არ ასოცირდებოდეს.

 

რა მაძლევს ასეთი დამოკიდებულების საფუძველს:

 

ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი და გაუქმდა ზედოზირების დროს ექიმის მიერ სავალდებულო შეტყობინება;

 

მოხმარებაზე პატიმრობაში მყოფი ადამიანების რიცხვი 4000 დან 800-მდე შემცირდა;

 

ორჯერ შემცირდა ქუჩის ნარკოტესტირების მაჩვენებელი;

 

პრემიერ ბიძინა ივანიშვილოს გადაწყვეტილებით დაიწყო C ჰეპატიტის პროგრამა, რომელმაც არაერთ ყოფილ მომხმარებელს სიცოცხლე დაუბრუნა;

 

ჩატარდა არაერთი წარმატებული ოპერაცია მსხვილი ნარკოტრაფიკების აღსაკვეთად;

 

გაორმაგდა ზიანის შემცირების სახელმწიფო პროგრამული ბიუჯეტი;

 

არასამთავრობოებთან ერთად დაიწყო მობილური ამბულატორიების პროექტი.

 

მანამდე 20 წლის განმავლობაში ნარკოკანონმდებლობა მხოლოდ მკაცრდებოდა.

 

მთელ გუნდს გვაწუხებს საუბრები ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებით. ლექსიკიდან უნდა გაქრეს ტერმინი - "ჩადება" და ეჭვის დონეზეც კი არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამას ვინმე იკადრებს. ამიტომ, ბოლომდე იქნება მიყვანილი პოლიციის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაწყებული რეფორმა. ყველაფერი რაც გვახსენებს ძველ და ბნელ ხანას და აღძრავს ზიზღს, საბოლოოდ უნდა მოვიშოროთ. ასობით პოლიციელი ზრუნავს საზოგადოებრივი ინტერესებისთვის და ვერავინ უნდა გაბედოს ასეთების სახელის გასვრა", - განაცხადა გაბუნიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner