საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიამ თავდაცვის სფეროს მეტი დაფინანსება უნდა გამოუყოს.
„ჩვენი ქვეყნები (გერმანია და საფრანგეთი) თავდაცვის სფეროს საბიუჯეტო დანახარჯებზე და ევროპის გარეთ დამოუკიდებელ მოქმედებაზე უნდა შეთანხმდნენ. მოდით, ნუ ვიქნებით სხვის ძალებზე დამოკიდებული, თუნდაც მეგობრულზე, რათა ტერორიზმს გავუმკლავდეთ", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.