logo_geo
eng_logo
ირაკლი ჟვანია: შე გარეწარო უგულავა!
- +

11 ივნისი. 2017. 04:05



არქიტექტორი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„უბრალოდ რა წესია რომ facebook-ზე საქვეყნოდ გაგინო, შე გარეწარო უგულავა... ეს როგორი გარეწარი უნდა იყო რომ შენს ქალაქს, შენს ქალაქელებს „სითი პარკი" დაასვა თავზე რომ მერე თბილისელებზე ახეული ფულით სადღაც ბასეინთან ზაგარი მიიღო... მე ასეთი არაფერი გამიგია, რანაირად გაგვწირა ამ გარეწარმა ასე...

 

11 ჯარიმა მქონდა „სითი პარკის", რომელიც არ გადამიხდია. დედას მოუტანეს ხელმოსაწერად ქვითრები, დამირეკა ნინკამ და რა ვქნაო, სულ 192 ლარია ჯარიმაო... ვუპასუხე, მოუწერე და გადავიხდი, მართლები არიან -მეთქი... მოუწერა და გაუშვა. თურმე თითო 10 ლარზე 192 გამოუწერიათ.

 

დღეს ანგარიშზე მომდის ყადაღა 2150 ლარი... თურმე თითო ჯარიმაზე გამოუწერიათ 150 ლარი ადმინისტრაციული, ამას დაემატა აღსრულების ბიუროს თანხა ( ანუ ფული რომ აგახია ამაში ფული ხომ უნდა მიიღოს) და დედას ხელი მოაწერინეს 2150 ლარზე...

 

ეს უგულავა რომ ყოველთვის არაკაცი იყო, ეგ მთელმა თბილისმა იცის, მაგრამ სად არის ჩემი ქვეყნის პარლამენტი, მთავრობა, მერია, ხალხი, საზოგადოება ვერ გავიგე....

 

უგულავას ოფშორს უნდა ვატანდეთ ფულს თბილისელები? რა იყო კალვერას ბანდა გალისეს თუ ვინა ვართ ჩვენ საერთოდ?!... 110 ლარის ჯარიმაზე მოქალაქეს 2150 ლარს როგორ უნდა ახევდეს უგულავა+სახელმწიფო?!

 

რის ევროპაში შედიხართ თქვენ და ვინ ხართ საერთოდ ეს ხალხი, ამას როგორ ვითმენთ რომელი საუკუნეა ეზოში..." - წერს ირაკლი ჟვანია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner