logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა ეროვნული გვარდიის აღდგენის განკარგულება გასცა
- +

6 აპრილი. 2016. 15:59


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეროვნული გვარდიის აღდგენის განკარგულება გასცა. პუტინის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გვარდიას ძირითადად ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა დაევალება, მებრძოლებს კი გაუფრთხილებლად სროლისა და ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება მიენიჭებათ.


რუსი ექსპერტების შეფასებით, ეროვნული გვარდიის აღორძინებით პუტინი მოახლოვებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ფაქტობრივად, პირად არმიას აყალიბებს, რომელსაც მოქმედი რეჟიმისა და მისი პირადი დაცვა დაევალება.


ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner