logo_geo
eng_logo
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმინდათა ხსენებას აღნიშნავს
- +

11 ივნისი. 2017. 10:44



მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. ყოველთა წმიდანთა დღესასწაულეზე იხსენიება ყველა წმიდანი ერთად, არა მარტო ცნობილნი, არამედ უცნობნიც.


დღესვე ასევე პეტრე-პავლობის მარხვის აღებაა. წელს პეტრე-პავლობის მარხვა 12 ივნისს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება, ანუ პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე.


პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ, ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე.


წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე სხვა მოციქულთა შორის თავიანთი მოციქულებრივი და მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეული არიან. ამიტომ ეკლესია მათ, როგორც „თავთა მოციქულთა" იხსენიებს. ისინი ქრისტესთან სხვადასხვა გზით მივიდნენ. წმინდა პეტრე მოციქული უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წმინდა პავლე მოციქული, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ უფლის უდიდესი მსახური გახდა. წმინდა მოციქულები იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს აღესრულნენ.


წმინდა პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო წმინდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner