დღეს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება. ფრანგი ამომრჩევლები ეროვნული ასამბლეის 577 წევრს მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ. კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, პირველ ტურში გამარჯვებული იქნება.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 18 ივნისს გაიმართება.
როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობა „რესპუბლიკა მარშზე" ლიდერობს.