ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ჯობავამ წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ზედიზედ შვიდი პარტია მოიგო და 8.5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ბაადურ ჯობავამ ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი კარიერაში მეორედ მოიგო.