logo_geo
eng_logo
უკრაინაში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა
- +

11 ივნისი. 2017. 13:47



უკრაინაში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. კიევის ცენტრში გამართულ ღონისძიებებზე 10 ათასზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა და დღესასწაულს შეუერთდა.


ღონისძიებების უმეტესი ნაწილი კრეშატიკზე და ევროპის მოედანზე გაიმართა. ქუჩაში გამოსულთა დიდ ნაწილს ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. მათ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მოჰქონდათ. ევროპის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე დარჩენილი დროის ათვლა მიმდინარეობდა.


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ევროპის მოედნიდან მოსახლეობას მიმართა.


„აი, ძმებო-უკრაინელებო, ჩვენც გაგვიღიმა ბედმა, რომელზეც ოცნებობდა და რომლისთვის იბრძოდა ჩვენი წინაპრების არაერთი თაობა", - განაცხადა პოროშენკომ. 


უკრაინის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მომენტი საგულისხმოა იმითაც, რომ რუსეთის იმპერიისგან უკრაინის საბოლოო გამიჯვნას უდებს სათავეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner