logo_geo
eng_logo
ლინას ლინკევიჩუსი: რუსეთის ქმედებები საერთაშორისო დანაშაულია, რომელმაც ხალხი შუაზე გახლიჩა
- +

11 ივნისი. 2017. 14:04

 

 

„დასანანია ის რეალობა, რომელსაც ვხედავთ, რომ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება არ აქვთ", - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საზღვარისპირა სოფლებს ეწვია და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.


მისი განცხადებით, რუსეთის ქმედებები საერთაშორისო დანაშაულია, რომელმაც ხალხი შუაზე გახლიჩა, რაც შედეგების გარეშე არ დარჩება.


დასანანია ასევე ის საერთაშორისო დანაშაული, რომელიც სახეზეა, რაც გამოიხატება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსიაში, საზოგადოების შუაზე გახლეჩაში, რაც ადამიანებს ნორმალური ცხოვრებისთვის პრობლემებს უქმნის. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლის ტერიტორიების მითვისება არ დარჩება შედეგების გარეშე, ამ ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება და არ არის საუბარი მხოლოდ საქართველოზე, საუბარია ყირიმსა და სხვა რეგიონებზე. ეს არის საერთაშორისო დანაშაული. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს სიტუაცია არ შეიძლება ასე გაგრძელდეს და ამას სათანადო შედეგები მოჰყვება. საერთშორისო ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ არის არაღიარების პოლიტიკა, რომელიც უნდა გაგრძელდეს ფინანსური, პოლიტიკური და სხვადასხვა ასპექტებით. ეს პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული და უნდა გაგრძელდეს მომავალშიც, სანამ სიტუაცია მოგვარდება", - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner