საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში GDS-ის ჟურნალისტის ზვიად თხელიძის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თანამედროვე ჟურნალისტიკის სახე, ზვიად თხელიძე-დღეს 41 წლის გახდებოდა.
უმძიმესია, მისი ნაადრევად წასვლა. ხსოვნა და სამუდამო პატივგება იყოს..." - წერს ჩრდილელი.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 29 მაისს, GDS-ის გადაცემა „2030"-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე ხანდას ხეობაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპა.