logo_geo
eng_logo
ავიაკომპანია „EasyJet“-ის თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა
- +

11 ივნისი. 2017. 14:17



ავიაკომპანია „EasyJet"-ის თვითმფრინავმა, რომელიც ლუბლიანა-ლონდონის რეისს ასრულებდა, გუშინ საღამოს გერმანიაში, კელნის აეროპორტში, საგანგებო დაშვება განახორციელა.


მიზეზი სამი მამაკაცი გახდა, რომლებმაც დანარჩენ მგზავრებში ეჭვი გამოიწვიეს.


როგორც გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, ბორტზე მყოფმა მგზავრება გაიგონეს, როგორ საუბრობდნენ მამაკაცები ტერორისტულ თავდასხმაზე. გარდა ამისა, სამართალამცველთა განმარტებით, მათ თან საეჭვო ზურგჩანთა ჰქონდათ.


ბორტგამცილებლების მეშვეობით, მგზავრების შეტყობინების მიღებისთანავე პილოტმა თვითმფრინავის საგანგებო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. თვითმფრინავი აეროპორტის უსაფრთხო ზონაში დაეშვა, მგზავრებმა ბორტი ავარიული ტრაპით დატოვეს.


სამართალდამცველებმა სამივე მამაკაცი დააკავეს. ამ დროისთვის მათი დაკითხვა მიმდინარეობს. საეჭვო ზურგჩანთის შემადგენლობას სპეციალისტები სწავლობენ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner