logo_geo
eng_logo
„დაიწყება თუ არა გამოძიება „ბირჟა მაფიას“ წევრების განცხადებებზე, ინფორმაციის შეჯერების შემდეგ გახდება ცნობილი“
- +

11 ივნისი. 2017. 16:14



პროკურორმა დავით გუბელაძემ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ბირჟა მაფიას" წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ინფორმაციის შეჯერების შემდეგ გახდება ცნობილი, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას „ბირჟა მაფიას" წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე.


პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე არ მომხდარა იმ სამართალდამცველების გამოკითხვა, რომელთაც ბრალდებულები უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

 

„ჩვენს მიერ გამოიკითხა ორივე ბრალდებული. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია დაკავებასთან დაკავშირებით და კონკრეტულად უთითებდნენ იმ სამართალდარღვევაზე, რაზეც აპელირებდნენ სასამართლო პროცესზე. ჩვენს მიერ სრულად იქნა ინფორმაცია ასახული, გადავხედავთ, შევაფასებთ და, რა თქმა უნდა, ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების თაობაზე.

                                                                     

ჩვენ უნდა შევაფასოთ ის ინფორმაცია, რაც მოპოვებული გვაქვს. სანამ გამოძიება არ დაიწყება, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიციელებსაც გავესაუბროთ", - განაცხადა დავით გუბელაძემ.


გამომძიებელი და ადვოკატები, ბრალდებულ გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს იმ განცხადების საფუძველზე შეხვდნენ, რომლის მიხედვითაც მათთვის, ნარკოდანაშაულისთვის ბრალის დადება კონკრეტული კლიპის გადაღებას უკავშირდება.


შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ჯგუფი „ბირჟა მაფია"-ს წევრები 9 ივნისს დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბირჟა მაფიას" წევრებს წევრ მიშა მგალობლიშვილს (Young mic) და გიორგი ქებურიას (Kay G) აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner