საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რაიმე უტყუარი მტკიცებულება გვაქვს, რომ იმ უნიჭო რეპერებს მართლაც ჩაუდეს ნარკოტიკი? უცნობი, უგემოვნო შემსრულებლები გოიმური დასახელებით, რომელნიც მხოლოდ ამ ხელოვნურად აგორებული სკანდალით გახდენ ცნობილი... დაცვის მხარის, ადვოკატის რიტორიკის გარდა რამე არგუმენტი არებობს, რომ მათ ნარკოტიკი არ ჰქონდათ? მით უფრო, რომ ჩხრეკის ოქმზე ხელი აქვს მოწერილი. პოსტ-ფაქტუმ ყველაფრის უარყოფა შეიძლება...
კლიპის შინაარსს არ ვეხები. უბრალოდ ტრაგედიაა, როცა ახალგაზრდა კაცი ასე აზროვნებს და ამას „შემოქმედებას" უწოდებენ... თუ პოლიციის დანაშაულის მცირე კვალიც კი არსებობს, თანამშრომლებმა პასუხი უნდა აგონ! მაგრამ ამ ხელისუფლებას საკმარისზე მეტი მიზეზი აქვს საკრიტიკებლად, ასეთ საეჭვო რამეებზე რომ არ ავარდეთ, ხალხო..." - წერს ცოტნე გამსახურდია.