logo_geo
eng_logo
პროკურატურა მზადაა „ბირჟა მაფიას“ წევრებს პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოთ
- +

11 ივნისი. 2017. 18:48



„საქართველოს პროკურატურამ „ბირჟა მაფიას" წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო", - ამის შესახებ დღეს უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აქვე, აღნიშნულია, რომ პროკურატურა მზად არის, „ბირჟა მაფიას" წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახე - პატიმრობა ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს.


განცხადების მიხედვით, პროკურატურა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი.

 

„ამ ეტაპზე მ. მ.-ს და გ. ქ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა. საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ „ბირჟა მაფიას" წევრების საქმე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს შეეხება, გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner