BBC-ის ინფორმაციით, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტი მიშელ ტემერი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინასების საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლოს შვიდი მოსამართლიდან ტემერის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას მხარი ოთხმა დაუჭირა, სამი კი წინააღმდეგი იყო.
ტემერის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები 2014 წლის საარჩევნო კამპანიას ეხება, რომელშიც ის დილმა რუსეფთან ერთად მონაწილეობდა.
ტემერი რამდენიმე კორუფციული გამოძიების ფიგურანტად კვლავ რჩება, თუმცა ოფიციალურად მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ბრაზილიაში უკვე რამდენიმე თვეა დემონსტრაციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეები ტემერის გადადგომას მოითხოვენ.