BBC-ის ინფორმაციით, კონგოში სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათგან სულ მცირე რვა ციხის მცველია.
გავრცელებული ინფორმაციით, საპყრობილიდან 900-მდე პატიმარია გაქცული. თავდამსხმელთა ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.