წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოლიტიკირი მოძრაობა „რესპუბლიკა მარშზე" საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერობს. საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 48,4% შეადგინა.
პოლიტიკურმა მოძრაობამ „რესპუბლიკა მარშზე" ამომრჩეველთა ხმების 32,6% მიიღო, მეორე ადგილზე ამომრჩეველთა ხმების 20,9%-ით „რესპუბლიკელები" არიან, ხოლო „ეროვნულმა ფრონტმა" 13,1% მოიპოვა.