logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: აქ სხვა პოლიტიკური თამაშია, ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია!
- +

12 ივნისი. 2017. 00:59



პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ, რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და „აზრის" გამოთქმის გამო დაიჭირეს? თუ გჯერათ რომ წვიმასა და ავდარში სპონტანურად გამოდის მოსახლეობა თბილისში და... ბათუმში და ასეთი ორგანიზებული სახე ეძლევა ამ ყველაფერს?

 

ერთი ვცადოთ და სხვანაირად ვუყუროთ ამ საქმეს... ვის აწყობს პოლიციის და ყველა სახელმწიფო უწყების (არაფერი რომ არ ვთქვათ ეკლესიაზე) ავტორიტეტის შელახვა... პოლიციაში და სხვაგან „ნაციონალები" თავიანთ ბოლო სვლებს რომ ახორციელებენ, ეს ვიცით, ძალოვან სტრუქტურებში ზოგი რომ კიდევ მიჰყვება სხვა გეგმებს და ინსტრუქციებს, ესეც უცნობი არაა... ამას უნდა მართლაც გამოძიება, ფაქტების დადება და ამ საბოტაჟურ ქმედებების ერთხელ და სამუდამოდ ამოფრქვევა... ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია, ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ამ აჟიოტაჟისგან დამოუკიდებლად მიღებული იქნას ჩვენი ქვეყნისთვის სათანადო გადაწყვეტილება... ამ ახალ აგორებულ „სკანდალზე" არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა: არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა...

 

აქ სხვა პოლიტიკური თამაშია და არც ახალგაზრდების თავისუფალი შემოქმედება(?!), არც ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner