logo_geo
eng_logo
თამაზ ბაკურიძე: „ნაციონალი“ ძალოვნები აკავებენ და „ნაციონალები“ იცავენ დაკავებულებს!
- +

12 ივნისი. 2017. 01:12


 

„რეპერების საქმემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს შექმნილი ნარკოჩადებების ინსტიტუტი და საპოლიციო რეჟიმი ჯერ კიდევ არ დანგრეულა",- ამის შესახებ უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სოციალურ ქსელში წერს.


„ყველამ ვიცით, თუ რა სქემებით გეგმავდნენ, ახორციელებდნენ და შემდეგ ფარავდნენ უკანონო დაკავებებს სააკაშვილის ძალოვანი უწყებები, რომელთა შედეგად გაივსო ქართული ციხეები უკანონო პატიმრებით იმ რაოდენობამდე, რომ ევროპასა და მსოფლიოში სამეულშიც კი მოხვდა ქვეყანა.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე საპოლიციო რეჟიმის შედეგად უამრავი ადამიანი და ოჯახი გაკოტრდა, გაუბედურდა და დაინვალიდდა... ქვეყნის ამ სტილით მართვის გამო საქართველოს მოსახლეობამ 2012 წელს უარი უთხრა სააკაშვილის კრიმინალურ ხელისუფლებას ჰქონოდა ძალაუფლება. მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, ძალოვანი უწყებები გასუფთავებულიყო იმ ადამიანებისგან, ვინც წლების განმავლობაში ძალადობის ავტორი და განმახორციელებილი იყო.

 

აჭარის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ არათუ გათავისუფლდნენ, არამედ დაწინაურდნენ კიდეც ის ადამიანები, რომლებიც ყველა არჩევნების წინ „ნაციონალებთან" ერთად პოლიტიკურ სუფრებზე წინასწარ ზეიმობენ „ნაცების" ხელისუფლებაში მობრუნების შესაძლებლობას. აჭარის ძალოვან უწყებებში დღესაც არინ ადამიანები, ვისაც სურს დაბრუნდეს და აღორძინდეს ნარკოჩადებების ინსტიტუტი და საპოლიციო რეჟიმი. თუ ხელისუფლება არ გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, მოიმკის იმას, რასაც დათესავს და შეიძლება უფრო უარესს. შეხედეთ, რა რეალობის წინაშე ვდგავართ - „ნაციონალი" ძალოვნები აკავებენ და „ნაციონალები" იცავენ დაკავებულებს, ამ დროს ზარალდება ხელისუფლება!" - წერს ბაკურაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner