ლოს-ანჯელესში ჰარი პოტერის თემატური პარკი გაიხსნა. „უნივერსალ სტუდიო ჰოლივუდის" ხელმძღვანელობამ გრანდიოზული ცერემონია მოაწყო.
ჰარი პოტერის ჯადოსნურმა სამყარომ პირველი დამთვალიერებლები, რომელთა შორის პოტერიანას მთავარი როლების შემსრულებლებიც იყვნენ, წითელი ხალიჩით, საორკესტრო მუსიკითა და ფეიერვერკებით მიიღო.
პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა ჰოგვარდსის სასახლეა, სადაც ჰარი პოტერის მოყვარულებისთვის მთავარი ატრაქციონია მოწყობილი.
ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო დამთვალიერებლებისთვის 7 აპრილიდან გაიხსნება. პარკში შესასვლელი ბილეთების ფასი 90-დან 240 დოლარამდე მერყეობს.