logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: სოსო, მადლობა!
- +

12 ივნისი. 2017. 02:53



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სადღაც 17 წლის ვიყავი, იურიდიულის სტუდენტი უნივერსიტეტის ეზოში სანაძლეო რომ დავდე. იმ სანაძლეომ შეცვალა ჩემი ცხოვრება. 1 კვირაში თუ ავიღებდი გაზეთ „ახალი თაობის" პრესკარტას, მოვიგებდი სანაძლეოს. სანაძლეოს დადებას გოგონებიც ესწრებოდნენ, ისინი რომ არა, შეიძლება არც შევსულიყავი ამ ავანტიურაში. ვიტრიპაჩე ჩემს ჭკუაში.

 

მეორე დღეს პრესის ჯიხურში გადავშალე გაზეთი, ამოვიწერე მისამართი და მივადექი რედაქციას. შევედი, ვიკითხე რედაქტორი რომელიც დანარჩენ თანამშრომლებს ესაუბრებოდა და გამოვაცხადე - აქ მინდა მუშაობის დაწყებათქო!

 

დაიწყე მერეო!- მითხრა რედაქტორმა და მეც დავიწყე... სადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე.

 

რაზე დავდე სანაძლეო დამავიწყდა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება რამდენად დიდი როლი ითამაშა სოსო გოგინაშვილმა ჩემს ცხოვრებაში. არა მხოლოდ ჩემს რეპორტიორად და ჟურნალისტად ჩამოყალიბებაში, აზროვნებასა და მსოფლმხედველობაშიც. სოსომ მასწავლა მოვლენების დანახვა სხვადასხა რაკურსიდან, მოვლენების არსის ჩაწვდომა და დამდგარი ფაქტების ასახვამდე, მათი დადგომის მიზეზების გარკვევა. ყველაზე მეტად კი ვისწავლე ცხოვრების და ჩემს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენებისადმი გვერდიდან და ღიმილით შეხედვა. მოკლედ, რომ არა ის სანაძლეო და შეხვედრა სოსოსთან, მედიკოსთან, მანანასთან, მაიასთან, ფრიდონასთან და ბევრ ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანთან, არც კი მეცოდინებოდა რომ პუბლიცისტიკასთან შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი. შესაძლოა არც პოლიტიკით დავინტერესებულიყავი და არც შესაბამისი ლიტერატურით. მადლობელი ვარ სოსოსი, მისმა მაგალითმა მასწავლა, რომ ადამიანს, თუნდაც უცნობს, თუნდაც კონკრეტული პროფესიის არმცოდნეს უნდა მისცე შანსი სცადოს და იქნებ გამოუვიდეს. მე მგონი გამომივიდა. თან იურისტობა მგონი მოსაწყენია.

 

მოკლედ, დადეთ სანაძლეოები, გარისკეთ ახლის სწავლა და არ შეგეშინდეთ ცვლილებების, არც მარცხების და არც საკუთარი თავის. სოსო, მადლობა!" - წერს უძილაური.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner