logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი „გირჩებს“: რა გინდათ, რატომ ვერ ისვენებთ, თქვე მუდრეგებო?!
- +

12 ივნისი. 2017. 02:10



„გირჩისთავებს" გამოუცხადებიათ, გასაბერი ეკლესია უნდა ვიყიდოთ, პატივცემულო საზოგადოებავ, შეგვეწიე, სულ რაღაც 3 ათასი დოლარია საჭიროო. დავუშვათ, გავიკარით ჯიბეებზე ხელი და ვუყიდეთ ამ განუვითარებლებს გასაბერი ეკლესია, როგორ ფიქრობთ, შემდეგ გასაბერ სანთლებს, გასაბერ ხატებს და გასაბერ შანდლებს არ მოგვთხოვენ? რასაკვირველია, მოგვთხოვენ... აბა, გასაბერ ტაძარში ჩვეულებრივი სანთელი რომ დაანთოს ვინმემ, ხომ დაიძახა ბათქი?!


არა, ნუ, ესენი რომ მოიფიქრებენ, ასეთებს ვერ ნახავთ დედამიწის ზურგზე. თითქოს კრეატიულები არიან, თითქოს რაღაცას მოახლაფორთებენ ხოლმე, მაგრამ თუ ძალიან დაუკვირდებით, სრული დებილობა გამოდის. დავფიქრდეთ... დავუშვათ, ჩვენც გავგიჟდით და მართლა ვუყიდეთ გასაბერი ეკლესიაც, სანთლებიც, ხატებიც, შანდლებიც, ბუშტებიც... მერე, ზამთარი რომ მოგვადგება კარსა და აცივდება, გასაბერ მუთაქებს, საბნებს, ლეიბებსა და ბალიშებს არ მოგვთხოვენ? რასაკვირველია, მოგვთხოვენ და ვინაიდან ჩვენი საზოგადოება ზამთარში უფრო გულმოწყალეა, ამასაც ვუყიდით!


ჩემი ღრმა რწმენით, გაგებით და აზრით, „გირჩისთავები", რომლებიც გასაბერ ეკლესიას ითხოვენ იმის გამო, რომ ახალგაზრდები ჯარში არ წაიყვანონ, ისინი არიან ცემით გასაბერები! კერძოდ, ცემითაა გასაბერი ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე და სხვები, აღარც კი მახსოვს ყველას გვარი!


ბატონებო, უკაცრავად, მაგრამ როცა „ნაცმოძრაობიდან" წამოხვედით, ხომ გითხრეს გასაგებად, ემანდ თქვენთვის ითამაშეთ, ასანთს, ბიბლიას და სერიოზულ საკითხებს ხელი არ მოჰკიდოთო? რა გინდათ, რატომ ვერ ისვენებთ, თქვე მუდრეგებო?!

 

გელა ზედელაშვილი


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner