logo_geo
eng_logo
დეა შაფათავა: არა ნარკოტიკს!
- +

12 ივნისი. 2017. 02:44


 

დეა შაფათავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან ჭუჭყიანი თამაში მიდის. ნარკობარიგების კრიშებსაც და გამპრავებლებს კარგად გაუვიდათ ისტერიკაზე ავარდნილი ხალხის გაყვანა ქუჩაში.

 

ეს ისე, ვინც ვერ გაიგეთ, რა ხდება. პრეცედენტს ქმნიან, რომ არავინ შეეხოთ თუნდაც გრამის მატარებლებს თუ გამსაღებლებს, არიქა, „ჩაუდეს", „უკანონობაა" და ა.შ. თბილად და ტკბილად რომ ასაღებენ და გადაიტენა ქალაქი შუშისთვალებიანებით, აფთიაქში ერთხელ ვერ შევედი ისე, რომ შპრიცზე არავინ შემოვარდეს... მე ვიცი, რომ უმიზეზოდ არ გადაიყვანეს და იმის თქმა, რომ „კლიპზე" დააკავეს, სასაცილოა.

 

ამათ რა ედოთ ან რა არ ედოთ, არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე ვიცი, რომ პოლიციას უნდა დააცადონ მუშაობა. მშვიდად გადავიტან, თუ მეც დამაკავებენ. მშვიდადვე ჩავაბარებ ანალიზს. მე ვიცი, რომ ცხოვრებაში არც გამისინჯავს ნარკოტიკი კი არა და სიგარეტი და არც ვიწივლებ და არც ვიკივლებ. როცა ნასვამობაზე მაჩერებს პატრული, მშვიდად ვაბარებ ტესტს. ვთვლი, რომ როგორც საჭესთან სიმთვრალეზე ყველა უნდა შემოწმდეს, ასევე ნარკოტიკის უმცირეს ეჭვზეც კი უნდა იქცეს კანონად გადაყვანა და შემოწმება.

 

და ნუ ჩაერევა ეს ხალხი, ვინს ააგდეს ისტერიულად და ვისაც აწყობს ხმაური ამ თემაზე. დაფიქრდით ხალხნო და იაზროვნეთ. მისახედი ბევრად მეტია ამ ქვეყანაში, ვიდრე ორი გაუგებარი მიმართულების ადამიანის შესამოწმებლად გადაყვანა. არაა ეს საისტერიკო ამბავი.

 

ნუ ხართ ასე მარტივად მართულები იმათგან, ვინც კარგად გიყენებთ იმისათვის, რომ ძირი მოთხაროს ქვეყანას. სადაც საჭიროა, იქ გამოადექით ქვეყანას და არა იქ, სადაც თქვენი საქმე არაა ჩარევა.

 

იმდენი შეურაცხყოფა მივიღეთ მე და ჩემმა დამ ამ ორ დღეში, ამ ხალხზე წარმოდგენა სულ წამეშალა. ისეთი ხალხი მაყენებს შურაცხყოფას ჩემი პირადი აზრის დაფიქსირებაზე, რომ ცხოვრებაში მათ გვერდით არც კი გავივლი. თქვენ თქვენი აზრი გაქვთ - მე - ჩემი.

 

#არანარკოტიკს

#დააცადეთპოლიციასმუშაობა", - წერს შაფათავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner