პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიას" წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახე - პატიმრობა შეიძლება ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს.
განცხადების მიხედვით, პროკურატურა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი.
„ამ ეტაპზე მ. მ.-ს და გ. ქ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა. საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.