logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ეს სახელმწიფოს და ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულად (!) გადადგმული უღირსი ნაბიჯია!
- +

12 ივნისი. 2017. 11:25



მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში „ბირჟა მაფიას" მიერ გადაღებულ კლიპზე საუბრობს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ეს არ არის შემოქმედება!

ეს არ არის სარკაზმი და მითუფრო - ირონია.

ეს არც პროტესტია, რადაც არ უნდა ჩათვალონ ვინმე დეისაძის, მაისურაძის და დეისაძისა და მაისურაძის მსგავსთა მიმდევრებმა!

ვთქვათ პირდაპირ: კლიპში გამოყენებული კადრები - პოლიციელი ოთხზე, ყელზე გამობმული ე.წ. „აშეინიკითა" და პირში - ძვლით - დიახაც, სახელმწიფოს და ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულად(!) გადადგმული უღირსი ნაბიჯია!" - წერს მამაცაშვილი.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner