მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში „ბირჟა მაფიას" მიერ გადაღებულ კლიპზე საუბრობს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს არ არის შემოქმედება!
ეს არ არის სარკაზმი და მითუფრო - ირონია.
ეს არც პროტესტია, რადაც არ უნდა ჩათვალონ ვინმე დეისაძის, მაისურაძის და დეისაძისა და მაისურაძის მსგავსთა მიმდევრებმა!
ვთქვათ პირდაპირ: კლიპში გამოყენებული კადრები - პოლიციელი ოთხზე, ყელზე გამობმული ე.წ. „აშეინიკითა" და პირში - ძვლით - დიახაც, სახელმწიფოს და ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულად(!) გადადგმული უღირსი ნაბიჯია!" - წერს მამაცაშვილი.