logo_geo
eng_logo
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე „ინტერ-რაოზე“: რატომ უნდა გადავიხადოთ კომპენსაცია?!
- +

12 ივნისი. 2017. 12:10



საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი განცხადებით, ქართული მხარე „ინტერ-რაოსთან" დავაში საკუთარი პოზიციების დაცვას შეძლებს. ვალიშვილის განცხადებით, საქართველომ საარბიტრაჟო სასამართლოდან შეტყობინება უკვე მიიღო.


ჩვენი პოზიციების დასაცავად მზად ვართ. ინტერ-რაოს" „თელასში" ინვესტიცია არ განუხორციელებია და 2016 წელს მოსალოდნელზე მეტი დივიდენდი მიიღო. რატომ უნდა გადავიხადოთ კომპენსაცია? ძლიერი პოზიცია გვაქვს და ვიმედოვნებ, მის დაცვას შევძლებთ", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, კომპანია ითხოვს ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას, ასევე კომპენსაციის გადახდას, რომლის თანხა რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


რუსული სახელმწიფო ენერგოჰოლდინგი „ინტერ-რაო" საქართველოს ხელისუფლებასთან დავის გადაწყვეტას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს. დავის საგანი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარის თქმაა ტარიფების გაზრდაზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner