ჯგუფ „ბირჟა მაფიას" წევრების მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება. მგალობლიშვილის პროცესი 14:00 საათზე, ქებურიას კი 15:00 საათზე დაინიშნა.
სასამართლო დაკავებულებისთვის სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლაზე იმსჯელებს.
გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს.