logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლოში ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების პროცესი ჩაინიშნა
- +

12 ივნისი. 2017. 13:05



ჯგუფ „ბირჟა მაფიას" წევრების მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება. მგალობლიშვილის პროცესი 14:00 საათზე, ქებურიას კი 15:00 საათზე დაინიშნა.


სასამართლო დაკავებულებისთვის სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლაზე იმსჯელებს.


გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner