logo_geo
eng_logo
ვალერი გელბახიანი ელისო კილაძესთან პოლიტიკურ ალიანსს უარყოფს
- +

12 ივნისი. 2017. 13:10




ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვალერი გელბახიანმა „ობიექტივში" სტუმრობისას დაადასტურა ფაქტი, რომ ჟურნალისტი ელისო კილაძე თავად მიიყვანა ბადრი პატარკაციშვილის შტაბში. კილაძის განცხადებაზე, რომ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან ერთად აპირებს ალიანსის შექმნას, გელბახიანმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება კილაძის ალიანსში გაწევრიანებას, გელბახიანმა განმარტა, რომ პარტიულობისგან თავს იკავებს.


„პირველად გავიგე და გაოცებული ვარ. ყველა ადამიანს დავულოცავ გზას, ვისაც შესტკივა გული ქართველობაზე... ჯერჯერობით პარტიულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისგან თავს ვიკავებ. რაც ჩამოვედი, მას მერე არცერთ პოლიტიკურ პარტიაში აღარ შევსულვარ. ძალიან დიდი მარცხი ვნახე იმ პოლიტიკურ ბრძოლებში, რაშიც მაშინ ვიყავი", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner