logo_geo
eng_logo
რა სახის დარღვევების გამო გაათავისუფლეს ბაგა-ბაღის დირექტორები?
- +

6 აპრილი. 2016. 16:47


2014 წლის სექტემბრიდან, სხვადასხვა დარღვევების გამო, 20-ზე მეტი დირექტორია გათავისუფლებული. მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული ინსპექტირების დასკვნის შედეგად, 2016 წელს გათავისუფლდა 8 დირექტორი. ამ თემაზე „პრაიმტაიმს" ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ესაუბრა. მისი თქმით, დირექტორების გათავისუფლების მიზეზი არაეფექტური მენეჯმენტი და თანხების არასწორი ხარჯვა იყო.



„დარღვევები იყო არაერთგვაროვანი. უმეტეს ნაწილში დარღვევები ეხებოდა კვების ბლოკში არსებულ პრობლემებს. იგივე საკვების გადამალვის ფაქტები იყო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ იყო სისტემური, ეს იყო ერთეული შემთხვევები. გამომდინარე აქედან, იყო ფინანსური დაღვევებიც, იყო სათამაშოების გადამალვის ფაქტებიც. ის სათამაშო ან ის საკვები პროდუქტი უნდა მისულიყო აღსაზრდელამდე, არ მიდიოდა და იყო სხვადასხვა ადგილებში გადამალული. გამომდინარე აქედან, პირველი შემთხვევის დროს, თუ დირექტორს არ ჰქონდა დისციპლინური მიღებული, ვაძლევდით გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში, ვათავისუფლებდით თანამდებობიდან.

 

კვალიფიკაციის წესით გათვალისწინებულია, რომ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანს, კონკრეტულად მოადგილეს, უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს - ეს არის საბავშვო ბაღების წესებით. ამის გამო 2014 წლიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში 50 მოადგილეა გათავისუფლებული. დიპლომის ან უმაღლესი განათლების არქონის გამო არცერთი საბავშვო ბაღის დირექტორი არ გათავისუფლებულა", - განაცხადა თორდინავამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner