logo_geo
eng_logo
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის პარტიამ გაიმარჯვა
- +

12 ივნისი. 2017. 13:30



საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 32,32% მიიღო.


ამ შედეგის მიხედვით, პარტია მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18 ივნისს გაიმართება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის 577-ადგილიანი პარლამენტიდან 440 ადგილს მიიღებს.


მეორე ადგილზე საფრანგეთის „რესპუბლიკური პარტია" გავიდა. მან 21,56% მიიღო. მესამე ადგილზე კი „დაუმარცხებელი საფრანგეთის და კომუნისტური პარტიის" ალიანსი გავიდა, რომელმაც 13,74% მიიღო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner