საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 32,32% მიიღო.
ამ შედეგის მიხედვით, პარტია მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18 ივნისს გაიმართება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის 577-ადგილიანი პარლამენტიდან 440 ადგილს მიიღებს.
მეორე ადგილზე საფრანგეთის „რესპუბლიკური პარტია" გავიდა. მან 21,56% მიიღო. მესამე ადგილზე კი „დაუმარცხებელი საფრანგეთის და კომუნისტური პარტიის" ალიანსი გავიდა, რომელმაც 13,74% მიიღო.