logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: პოლიტიკური დევნილების სტატუსის მიკერება „ნაცების“ ლობისტების დამსახურებაა
- +

6 აპრილი. 2016. 16:57


დავით კეზერაშვილის მიმართ ლონდონის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელთან განაჩენთან დაკავშირებით „რეპორტიორს" ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა:


„რთულია თქვა, რის საფუძველზე დაასკვნა სასამართლომ, რომ  კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. როგორც ჩანს, მტკიცებულებები, რომ დავით კეზერაშვილს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, არასაკმარისი აღმოჩნდა. ამას მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვამბობ...

 

 

ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის" ძებნილი ლიდერებისთვის პოლიტიკური დევნილების სტატუსის მიკერება მათივე ლობისტების და ძველი მეგობრების დამსახურებაა. ლობისტების მუშაობის გარეშე სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.



ლონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო და საქართველოში მის  ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე ჰოვარდ რიდლი თავის გადაწყვეტილებას დეტალურად განმარტავს 31-გვერდიან დოკუმენტში.



სამოტივაციო ნაწილში ნათქვამია, რომ საქართველოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და ექსტრადირების შემთხვევაში არსებობდა რისკი, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკური სპეკულაციისგან თავისუფალი არ იქნებოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner