„რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პოლიციამ დააკავა", - ამის შესახებ ნავალნის მეუღლე „ტვიტერის" გვერდზე წერს.
დღეს რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციები იმართება. აქციის ორგანიზატორი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდია", რომელსაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხელმძღვანელობს.