logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: თინათინ ხიდაშელი არჩევნებამდე გაიქცევა საქართველოდან
- +

6 აპრილი. 2016. 16:57


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს" კითხვაზე - „დღეს, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნება" დაიშალა, მიზანშეწონილია ქალბატონი ხიდაშელის დარჩენა თავდაცვის მინისტრად?", აცხადებს, რომ თინათინ ხიდაშელი ყველაზე სამარცხვინო თავდაცვის მინისტრია და რაც უფრო მალე დატოვებს ამ თანამდებობას, მით უკეთესი.




თუმცა, არ მგონია, რომ მან შეძლოს ჯარის ქუჩაში გამოყვანა. გენერალისიმუს" ხიდაშელს იმდენი საქმენი საგმირონი" აქვს ჩადენილი, რომლის საბუთებიც არსებობს, რომ არჩევნებამდე გაიქცევა საქართველოდან.  რესპუბლიკელებმა" პრეტენზიებით აიკლეს ქართული ოცნება". პრივილეგიებს მოითხოვდნენ, ცდილობდნენ, თავიანთი ხალხი ყველგან დაეყენებინათ - მინისტრებად, მაჟორიტარებად. მიმდინარეობდა გაუთავებელი ვაჭრობა;  რა თქმა უნდა, ჩვენ, ანუ კოალიციაში შემავალი დანარჩენი პარტიები, შეურაცხყოფილი ვიყავით", -განაცხადა გოგი თოფაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner