logo_geo
eng_logo
გურიაში შშმ პირებს შორის რიგით მესამე ჩემპიონატი გაიმართა
- +

12 ივნისი. 2017. 19:10


ქალაქ ოზურგეთის სპორტის სასახლეში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის, დღეს გურიის რეგიონალური რიგით მესამე ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის შშმ პირმა მიიღო. 


ჩემპიონატი სპორტის ოთხ სახეობაში - ჭადრაკში, ნარდში, შაშსა და მკლავჭიდში მიმდინარეობდა.  ტურნირის გამარჯვებული და  საპრიზო ადგილების მფლობელები სპეციალურად დაწესებული თასებით, მედლებით, სიგელებითა  და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს არჩილ თალაკვაძის ბიურომ, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  გურიის მხარის ოლიმპიურმა კომიტეტმა და შპს „გლობალ ექსპორტმა".


გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებულ გუნდს დავით ჟღენტის სახელობის გარდამავალი თასი გადასცეს გურიის გუბერნატორის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა და საქველმოქმედო ასოციაციაცია „გურიას" ხელმძღვანელმა რომან ლომაძემ.


„ყოველწლიურად ძალიან კარგი  და დასამახსოვრებელი სპორტული ტურნირის მომსწრენი ვხდებით. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით დგომა. ახალგაზრდებო გულითადად გილოცავთ ჩემპიონატში გამარჯვებას და მომავალ ასპარეზობაში გისურვებთ წარმატებებს", -აღნიშნა ქეთევან მოისწრაფეშვილმა.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner