კახეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ კამაზის მარკის სატვირთო ავტომანქანას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთთან ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანაში მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდნენ და მათ მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს.
რუსეთის ფედერაციის ნომრიანი სატვირთო კახეთიდან თბილისის გავლით ვლადიკავკაზისკენ გადაადგილდებოდა. საგარეჯოს სახანძრო სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ აალებული მანქანის ჩასაქრობად ოპერატიულად მივიდნენ. ხანძრის გამომომწვევი მიზეზი უცნობია. მანქანა დიზელის საწვავზე მუშაობდა.