logo_geo
eng_logo
ირაკლი კუპრაძე: გამორიცხულია, პოლიტიკურ პროცესებს უნივერსიტეტში შემოღწევის საშუალება მივცეთ!
- +

6 აპრილი. 2016. 17:07


ვლადიმერ პაპავას რექტორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, უკვე სახელდება თსუ-ს რექტორობის რამდენიმე კანდიდატის ვინაობა, მათ შორის  არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი, ასევე სერგი კაპანაძე... ამ საკითხზე „ალიასთან" ინტერვიუში უნივერსიტეტის სენატის წევრი,  „აუდიტორიელი" ირაკლი კუპრაძე საუბრობს.


„კატეგორიულად  მიუღებელია ჟორჟოლიანი, ასევე, კატეგორიულად მიუღებელია იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის კანდიდატურა. ამ შემთხვევაში უფრო პირად პოზიციას ვაფიქსირებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი „აუდიტორიელებიც" ასე ფიქრობენ. სერგი კაპანაძე ხომ საერთოდ კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ ის იყო სწორედ იმ რეჟიმის და სისტემის ნაწილი, რომელმაც უნივერსიტეტი ამ დონემდე მიიყვანა. „ოდერეების" სისტემა რაც იყო, სწორედ მათი დამსახურებაა, მორჩილი მონური მდგომარეობა, რამაც დაღუპა და მართულ პროცესებამდე მიიყვანა საბოლოოდ უნივერსიტეტი", - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.


კუპრაძის თქმით,  სტუდენტებს ჯერ არ ჰყავთ ისეთი კანდიდატურა, რომელსაც რექტორად ისურვებდნენ.


„ერთადერთი ის ვიცით, რომ გამორიცხულია, პოლიტიკურ პროცესებს საშუალება მივცეთ უნივერსიტეტში შემოღწევის.  უკვე ჩვენი პრესტიჟის საკითხია, რომ ვინმე გარედან ან პოლიტიკურად ანგაჟირებული შემოვიდეს უნივერსიტეტში, ან რევანშისტულად მიუდგეს უნივერსიტეტს  და დაიკავოს აქ თანამდებობა. ეს იქნება მთლიანი მოძრაობის დისკრედიტაცია, ამიტომ ფიზიკურად ვერ და არ დავუშვებთ  ამას, რადგან აქ წყდება ჩვენი მოძრაობის ბედი, რეპუტაციის, გულწრფელობისა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების", - განაცხადა კუპრაძემ.  


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner