ავტორი მარიამ პაიჭაძე
თუმანიშვილის თეატრში დამწყები მხატვრის ნუცა გოგალაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები.
როგორც თავად მხატვარი ამბობს, ხატავს განწყობის მიხედვით და კონკრეტული მიმართულება არ აქვს.
„ჩემთვის პირველი პერსონალური გამოფენაა. ბავშვობიდან ვხატავ, მაგრამ უფრო სერიოზულად სამი წელია დავიწყე. ვარ მოყვარულის დონეზე, მართალია, ვსწავლობ სახვითი ხელოვნების განხრით, თუმცა ჩემს თავს პროფესიონალ მხატვარს ვერ ვუწოდებ. სტილი არის შერეული, კონკრეტული მიმართულება არ მაქვს, ვხატავ განწყობის მიხედვით. სწორედ ამიტომ დავარქვი გამოფენას „შეგრძნებების გასაჯაროება". სამომავლოდ ვაპირებ გავაგრძელო ხატვა და პროფესიად გავიხადო", - განაცხადა ნუცა გოგალაძემ „რეპორტიორთან" საუბარში.
თუმანიშვილის თეატრი ნუცა გოგალაძის ნამუშევრებს 30 ივნისამდე უმასპინლებს.